in

Crabi – თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ავტო სადაზღვეო პლატფორმა

მექსიკაში დაფუძნებული კომპანია Crabi InsurTech ტიპის პლატფორმა გახლავთ, რომელიც მექსიკაში ავტო დაზღვევის სერვისზე მუშაობს. ციფრული პლატფორმა ეხმარება მომხმარებლებს სწრაფად მიიღონ ავტო დაზღვევის სერვისები მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ტექნოლოგიისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით, კომპანიამ მორგებული ფასის მოდელების შექმნა, რომლებიც ფოკუსირებული არა ავტომობილის მახასიათებლებზეა, არამედ უფრო მეტად საჭესთან მჯდომ ადამიანზე. Crabi-ს მიერ შექმნილისი ინტუიციური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდის პოტენციურ მომხმარებლებს განათავსონ შეთავაზება და შეიძინონ თავიანთი ავტო დაზღვევა 5 წუთზე ნაკლებ დროში, სადაზღვევო აგენტზე დამოკიდებულების გარეშე. Crabi ასევე ფოკუსირებულია საკუთარი პროდუქტის მახასიათებლების, უპირატესობებისა და მოქმედების წესების უფრო ცალსახად და გასაგებად გადმოცემაზე.

კომპანიის განცხადებით, მექსიკაში 50 მილიონზე მეტი მანქანაა და მათი მხოლოდ 30% არის დაზღვეული – ლათინურ ამერიკაში 50%-თან შედარებით. Crabi აცხადებს, რომ ეს არის პირველი სტარტაპი მექსიკაში, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია, იყოს რისკის მატარებელი და სრული ავტოსადაზღვევო კომპანია. ბრენდის თქმით, მექსიკაში ავტომობილების დაზღვევის ამჟამინდელი ბაზარი მოძველებულია, დამაბნეველია და მომხმარებლებს საშუალოდ 30% „ზედმეტ ფასს“ უხდის. Crabi-ს სურს შეცვალოს ეს ყველაფერი ციფრული პლატფორმით, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს მომსახურებას და დაბალ ფასებს.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote