in

საინვესტიციო კომპანია Butterfly-მ, საკვები ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანია Milk Specialties Global შეიძინა

Butterfly – კალიფორნიაში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ, მინესოტაში დაფუძნებული საკვები ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანია Milk Specialties Global შეიძინა, რომლის გარიგების ოდენობაც არ გახმაურებულა.

აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლენზმაიერის ხელმძღვანელობით, რომელიც გააგრძელებს ბიზნესის წარმართვას, Milk Specialties Global არის კვების ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანია. მისი ბიზნესის ძირითადი ნაწილია მაღალი პროცენტული ცილის ინგრედიენტები (შრატის ცილის კონცენტრატები, იზოლატები და ჰიდროლიზატები, ასევე რძის ცილის კონცენტრატები, იზოლატები და მიცელარული კაზეინი), ლაქტოზა და ასევე დამატებული ღირებულების ინგრედიენტები.

რაც შეეხება Butterfly-ს იგი არის კერძო საინვესტიციო ბრენდი, რომელიც სპეციალიზირებულია კვების სექტორში, რომელიც მოიცავს კვების ღირებულების მთელ ჯაჭვს „seed to fork“ ოთხი სამიზნე ვერტიკალით: სოფლის მეურნეობა და აკვაკულტურა, საკვები და სასმელი პროდუქტები, დისტრიბუცია და კვების სერვისი.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote