როგორც იცით, ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. ხოლო რამდენიმე დღის წინ კი შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
ქართველი ინჟინერი ქალის, ანა რობაქიძის დიდი წარმატება ერთად აღვნიშნეთ. მისმა კომპანია Theneo-მ საქართველოში მოპოვებული აღიარების შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. ანა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას.
US Embassy Tbilisi, Georgia
მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ისიც, რომ გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა ანა რობაქიძე ასევე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
კომპანია ,,Theneo”-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა.
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili