Wove – გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ონლაინ საიუველირო კომპანიამ, Seed Funding პროგრამაში $3,85 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.
ენდრიუ ვოლგემუტისა და ბრაიან ელიოტის ხელმძღვანელობით, WOVE ეხმარება ახლად დაქორწინებულ წყვილებს საკუთარი ბეჭდების შექმნაში, სამკაულების დიზაინერის გამოცდილებით. შედეგაც მომხმარებლები მიიღებენ ბეჭდებს, რომლებიც ხელნაკეთია ოქრომჭედლების მიერ და დამზადებულია ეთიკურად მოპოვებული ბრილიანტებით და 100% მდგრადი მასალებით.