Martis Capital Management – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ჯანდაცვის სფეროზე ფოკუსირებულმა კერძო საინვესტიციო კომპანიამ, საკუთარი მეოთხე ფონდი Martis Partners IV, $779 მლნ დოლარად დახურა.
ფონდი IV-ის ვალდებულებები მომდინარეობდა გლობალურად არსებული და ახალი ინდივიდუალური და ინსტიტუციური ინვესტორების მრავალფეროვანი ჯგუფისგან. ახალი ფონდით კომპანიამ დღემდე 2,1 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალი მოაგროვა.
Martis Capital ინვესტირებას ახორციელებს საშუალო ბაზრის კომპანიებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ინოვაციურ და ეკონომიურ პროდუქტებსა და სერვისებს ჩრდილოეთ ამერიკის ჯანდაცვის ინდუსტრიის სერვისებისა და აუთსორსინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამომხმარებლო და კეთილდღეობის ქვესექტორებში.