measurable.energy – გაერთიანებული სამეფოში დაფუძნებულმა ჭკვიანი დენცქვიტების მწარმოებელმა ბრენდმა, Series A რაუნდში £4.5 მლნ ფუნტის დაფინანსების მიღება მოახერხა.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ RO Capital Partners, Clean Growth Fund, Vectr7 Investment Partners LLP და MMC Ventures.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.
2018 წელს დაარსებული measurable.energy საკუთარ სმარტ დენცქვიტებში მანქანურ სწავლებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას აერთიანებს. სოკეტები ავტომატურად იდენტიფიცირებენ მოწყობილობას, რომელიც ელექტრო-ენერგიაში ჩართული, აკონტროლებს მოწყობილობის ენერგიის მოხმარებას და მომხმარებლებს რეალურ დროში აცნობებს შესაბამის მონაცემს. measurable.energy-ის მიერ წარმოებულ დენცქვიტებს ასევე შეუძლია ავტომატურად გამორთოს და ჩართოს მოწყობილობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უსარგებლო ენერგიის დაკარგვა.