BibeCoffee – ათენში დაფუძნებულმა ყავის აპარატებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის IoT-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა, €2,1 მლნ ევროს დაფინანსება შეაგროვა.
რაუნდს ხელმძღვანელობდა Eleven Ventures, Venture Friends-ის, Uni.Fund-ისა და სხვა ანგელოზი ინვესტორების მონაწილეობით.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.
Vasilis Apostolopoulos, Panos Vrettos-ისა და Kostas Sigalas-ის მიერ დაარსებული BibeCoffee უზრუნველყოფს ტელემეტრიის პლატფორმას, რომელიც ეხმარება ყავის მაღაზიებსა დასაცალო ქსელებს დააკავშირონ ნებისმიერი ყავის აპარატი ან საფქვავი Cloud-თან, რათა მოხდეს ფინჯნის ხარისხის სტანდარტიზირება, ყავის დახარჯვისა და დანადგარის შეფერხების შემცირება, მოვლის გამარტივება და ბიზნეს მოდელების გარდაქმნა.