Kream – სამხრეთ კორეაში დაფუძნებულმა სპორტული ფეხსაცმელების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმის პროვაიდერმა, Series C სერიის რაუნდი ₩200 მლრდ ვონის მოზიდვით დახურა.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Altos Ventures და Softbank Ventures.
ინსაიდერების ვარაუდით, Series C რაუნდის განმავლობაში მოზიდული თანხები მომდევნო თვეში გადააჭარბებს 200 მილიარდ ვონს, მისი კორპორატიული ღირებულება ასევე გადააჭარბებს 970 მილიარდ ვონს. Kream-ის კორპორატიული ღირებულება დაახლოებით ერთ წელიწადში გაორმაგდა. მაგალითისთვის გასული წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 400 მილიარდ ვონს შეადგენდა.
limited-edition სპორტული ფეხსაცმლის გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ საათები და სხვა ძვირად ღირებული ნივთები Kream-ის პლატფორმაზე. სავაჭრო პლატფორმაზე ასევე წარმოდგენილია სათამაშოები და ალბომები. 2020 წლის მარტში დაარსების დღიდან Kream სარგებლობდა ექსპონენციალური ზრდით, უნიკალური მოდური ნივთების ძლიერი მოთხოვნის წყალობით მილენიალებსა და Gen Z-ის მომხმარებლებს შორის.
კომპანის ვაჭრობის მოცულობამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიაღწია 370 მილიარდ ვონს, რაც 194%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
