in

სმარტფონების იჯარის ტიპით დაფინანსების პროვაიდერმა EzPag-მა, Debt Funding რაუნდში $10 მლნ დაფინანსება მოაგროვა

EzPag – მაიამიში დაფუძნებულმა სმარტფონების იჯარის ტიპით დაფინანსების პროვაიდერმა, Debt Funding რაუნდში $10 მლნ დაფინანსება მოაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები თავისი ზრდის დასაფინანსებლად და ინვენტარის შესაძენად მათი მომხმარებლებისთვის იჯარით.

2023 წლის იანვარში დაფუძებული EzPag უზრუნველყოფს იჯარით დაფინანსებას უახლესი მობილური ტელეფონებისთვის, სთავაზობს გადახდის მოქნილ ვარიანტებს და ფასების წერტილებს ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. კომპანია შეიქმნა აშშ-ში ემიგრანტებისთვის iPhone-ებზე და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის ხელშეწყობის მისიით. მან თავისი სერვისების ტესტირება იანვარში დაიწყო და პირველი გაყიდვა 2023 წლის აპრილში გააკეთა.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote