Plantd – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა სახლის სამშენებლო პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ, Series A რაუნდი $10 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა, რომელსაც American Family Ventures ხელმძღვანელობდა.
აღმასრულებელი დირექტორის ჯოშ დორფმანის და თანადამფუძნებლების Huade Tan-ისა და Nathan Silvernail-ის ხელმძღვანელობით, Plantd ამზადებს სამშენებლო მასალებს, რომლებიც პირდაპირი შემცვლელია სახლის ტრადიციული სამშენებლო პროდუქტებისთვის და არ საჭიროებს ინსტალაციის ალტერნატიულ ტექნიკას. ხეების მოჭრის ნაცვლად მრავალწლიანი ბალახის კულტივირებით და ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად ახალი წარმოების ტექნოლოგიის დანერგვით, კომპანია ამბობს, რომ მისი სტრუქტურული პანელები ინარჩუნებენ დაგროვილი ატმოსფერული ნახშირორჟანგის 80%-ს, რომელიც შემდეგ იკეტება ახალი სახლის კედლებსა და სახურავებში.