in

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამა საქართველოს ორ რეგიონში გამოცხადდა

შიდა-ქართლსა და მცხეთა-თიანეთში პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგების ციკლს, რომელიც დაეხმარება, რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები, იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის.

მომსახურების მიმწოდებელი გამოვლინდება კონკურსის გზით, წინასწარ შერჩეული ჟიურის მიერ, რომელსაც დააკომპლექტებენ GITA-ს და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლები.

კონკურსის მიზანია, რეგიონისთვის შეირჩეს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველჰყოფს პრე-აქსელერატორის პროგრამის ხარისხიან და სრულყოფილ ორგანიზებას.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote