VivaCity – ლონდონში დაფუძნებულმა სატრანსპორტო ტექნოლოგიების განვითარებაზე ორინტირებულმა კომპანიამ, £7 მლნ ფუნტის დაფინანსება მიიღო.
რაუნდს უძღვებოდნენ ENV, Foresight Group და Gresham House Ventures.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ჩრდილოეთ ამერიკაში გაფართოების დასაჩქარებლად და პროდუქციის პორტფოლიოს გაფართოებისთვის.
აღმასრულებელი დირექტორი მარკ ნიკოლსონის ხელმძღვანელობით, VivaCity უზრუნველყოფს სატრანსპორტო ტექნოლოგიების პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ქალაქებს გახდნენ უფრო ჭკვიანი და ეფექტური. უკანასკნელი კი ხდება ხელოვნური ინტელექტის სენსორების მეშვეობით, რომლებიც აგროვებენ ზუსტ, დეტალურ და ანონიმურ მონაცემებს ტრანსპორტის რეჟიმებზე, ტრაფიკის ნაკადსა და მოგზაურობის ნიმუშებზე, მხარს უჭერენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რათა დაეხმაროს სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციას და გააუმჯობესოს ურბანული ინფრასტრუქტურა.
