in

საინვესტიციო კომპანია Mendoza Ventures-მა, რიგით მესამე ფონდი $100 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა

Mendoza Ventures – ბოსტონში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ, რიგით მესამე ფონდი $100 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.

თავდაპირველ დახურვას ხელმძღვანელობდა Bank of America, მათ შორის Grasshopper Bank და სხვა ინვესტორები. Bank of America-მ მხარი დაუჭირა ფონდს, როგორც მათი ვალდებულების ნაწილი რასობრივი თანასწორობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების წინსვლისთვის, საიდანაც 400 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი მისიაზე ორიენტირებულ ვენჩურული ფონდების ინვესტიციებზე.

ადრიან და სენოფერ მენდოზების მიერ მართული Mendoza Ventures არის ფინანსური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სარისკო კაპიტალის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციებზე სხვადასხვა ტიპის სტარტაპებში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote