Flat6Labs – კაიროში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ, ვენჩურული კაპიტალის ფონდი $95 მლნ დოლარად დახურა
აღნიშნული კომპანია ინვესტირებას განახორციელებს 160-ზე მეტ ადრეულ სტადიის სტარტაპში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რომლებიც მოქმედებენ აფრიკის ტექნოლოგიურ სექტორში, ფოკუსირებული იქნება გავლენიან სექტორებზე, რომლებიც აჩქარებენ ციფრულ ჩართვას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების გამოყენებით.
მეტი დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ Flat6Labs ინვესტირებას ახდენს ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სტარტაპებში. ამჟამად, კომპანია განლაგებულია შვიდ ქვეყანაში – ეგვიპტე, ლიბანი, ტუნისი, ბაჰრეინი, იორდანია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და KSA. ხოლო მომავლში კომპანია გეგმავს გააფართოვდეს რამდენიმე ახალ სახელმწიფოში, მათ შორის ნიგერია, განა, კენია, მაროკო და სენეგალი.