in

სააბონენტო პროგრამული უზრუნველყოფის Marketplace პლატფორმა SaaShop-მა, €1,2 მილიონი ევროს დაფინანსება მოიზიდა

SaaShop – ფინეთში დაფუძნებულმა სააბონენტო პროგრამული უზრუნველყოფის Marketplace პლატფორმამ, €1,2 მილიონი ევროს დაფინანსება მოიზიდა.

SaaShop-ის აღმასრულებლები ტაპიო ტალვისალო, კაჯ სეესტე და გრეგ მილიკენი

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები, რათა დააჩქაროს ზრდა როგორც ევროპის, ისე ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე.

Tapio Talvisalo-ს, Kaj Seeste-ს და Greg Milliken-ის ხელმძღვანელობით, SaaShop არის სააბონენტო პროგრამული უზრუნველყოფის Marketplace პლატფოემა, რომელიც აკავშირებს ბიზნესებს SaaS პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებთან და სერვისის პროვაიდერებთან, რომლებიც სპეციალიზდებიან SaaS-თან დაკავშირებულ სერვისებში. ბაზრის პორტფოლიო მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს, მათ შორის პროდუქტებს Microsoft, Google, Adobe, DocuSign, Dropbox, Pipedrive, HubSpot, Aircall, F-Secure, Asana, Freshdesk, ActiveCampaign და სხვა.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote