in

რას უპასუხებდა თქვენს შეკითხვებზე ChatGPT თუ ის კატა იქნებოდა?!

რა თქმა უნდა, OpenAI-ის ფართოდ პოპულარული AI ჩეთბოტი – ChatGPT ძალიან კარგად ასახავს სერიოზულ შთამბეჭდავ წინსვლას AI ტექნოლოგიის კუთხით. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ამგვარმა განვითარებამ ჰოლანდიელ ტექ ჟურნალისტს ვუტერ ვან დიკეს მეტის სურვილი გაუჩინა და საკუთარ თავზე აიღო პასუხის გაცემა საბოლოო კითხვაზე: „რა იქნებოდა, ChatGPT კატა ყოფილიყო?

„ChatGPT მოსაწყენია“, – დაწერა მან საკუთარ GitHub-ზე. “მინდა კატამ უპასუხოს ჩემს კითხვებს. ამიტომ შევქმენი CatGPT!”

CatGPT საშუალებას გაძლევთ ჰკითხოთ “პაუტიფურციულ ინტელექტს” თითქმის ყველაფერი, რისი კითხვაც გსურთ რეალური კატაისთვის. რასაც პასუხად მიიღებთ, არის “Meow” – რადგან კატებს არ შეუძლიათ ინგლისურად საუბარი.

“CatGPT იყენებს purr-al ქსელს და მოწინავე ალგორითმს ბუნებრივი ჟღერადობის პასუხების მისაღებად”, – წერს ვან დიკე საკუთარ სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ChatGPT-ის სახალისო და უცნაურად გამოიყურება, პროექტი უფრო მეტად იყო თვითმართული გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმანთ ძირითადი ვებსაიტი, რომელიც გამოიყურება და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ChatGPT.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote