in

განახლებადი ენერგიის მზისა და ქარის პროექტების განვითარებაზე ორიენტირებულმა კომპანია Pristine Sun Corporation-მა, Capital Commitment დაფინანსების პროგრამაში $250 მლნ დოლარი მოიზიდა

Pristine Sun Corporation – რიჩმონდში დაფუძნებულმა განახლებადი ენერგიის მზისა და ქარის პროექტების განვითარებაზე ორიენტირებულმა კომპანიამ, Capital Commitment დაფინანსების პროგრამაში $250 მლნ დოლარი მოიზიდა.

ახალი დაფინანსება შესაძლებლობას მისცემს კომპანიას განავითაროს, დააფინანსოს და შექმნას 5 გიგავატამდე სიმძლავრის (GW) მზის პროექტები, რაც დამოკიდებულია კაპიტალის წყობის სტრუქტურაზე.

აღმასრულებელი დირექტორის, ტროი ჰელმინგის, დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, Pristine Sun Corporation ავითარებს კომუნალური მასშტაბის განახლებადი ენერგიის მზის და ქარის პროექტებს. 1995 წლიდან კომპანია ავითარებს მზის და ქარის ელექტროსადგურებს სოფლად და გარეუბნებში აშშ-ს 22 შტატში და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote