Schibsted – ოსლოში დაფუძნებულმა მედია ჯგუფმა, ჰელსინკში დაფუძნებული მეორეული ავტომობილიების აუქციონის პლატფორმა AutoVex-ის 79%-იანი წილი შეიძინა, რომლის გარიგების ოდენობაც არ გახმაურებულა.
შეძენით, Schibsted აგრძელებს ზრდას ფინეთის ბაზარზე, ისევე როგორც ახალი ვერტიკალებით Oikotie-სა და Tori-ს მეშვეობით.
2018 წელს დაარსებული AutoVex არის მეორეული ავტომობილების აუქციონის ბაზარი ფინეთში, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ შეთავაზებები მეორეული მანქანისთვის სახლიდან გაუსვლელად ონლაინ მართული აუქციონის საშუალებით, რომელიც მიმართულია ექსკლუზიურად ავტომობილების დილერებისთვის. AutoVex-ის საშუალებით მანქანის გასაყიდად შეთავაზებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ შეთავაზებები +800 მანქანის დილერისგან ფინეთში.
რაც შეეხება Schibsted-ს იგი წარმოადგენს მედია ჯგუფს, რომელიც ფლობს რამდენიმე ბრენდს Motor Vertical-ში სკანდინავიაში, მათ შორის როგორიცაა FINN, Nettbil, Carweb და Honk ნორვეგიაში, Bilbasen და DBA დანიაში და Blocket და Bytbil შვედეთში.