in

კომპანია N-Power Medicine-მა, რომელიც სპეციალიზირებულია კლინიკური კვლევების განვითარებაში, Series B დაფინანსების რაუნდში $72 მლნ დაფინანსება მოაგროვა

N-Power Medicine – კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია კლინიკური კვლევების განვითარებაში, Series B დაფინანსების რაუნდში $72 მლნ დაფინანსება მოაგროვა.

რაუნდს ხელმძღვანელობდა Merck Global Health Innovation Fund, აშშ-ში დაფუძნებული კომპანაი.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ონკოლოგიური კლინიკებისა და ბიოფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლობის ქსელის გაფართოებისთვის, რათა გამოიყენოს თავისი პლატფორმა კლინიკური კვლევების ინტეგრირებისთვის პაციენტების ყოველდღიურ მოვლაში.

2021 წელს დაარსებული N-Power Medicine მიზნად ისახავს დააჩქაროს მედიკამენტების განვითარების პროცესი და დააჩქაროს პაციენტების წვდომა ინოვაციურ თერაპიაზე. მან შეიმუშავა ინტეგრირებული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან სამუშაო პროცესს როგორც კლინიკური გამოკვლევისთვის, ასევე პაციენტის რუტინული მენეჯმენტისთვის.

What do you think?