SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალ წელს ადამიანის ინტელექტს გადააჭარბებს.
“ჩემი შეფასებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ AI გაუსწრებს ადამიანის ინტელექტს მომდევნო წლის ბოლოსთვის. ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, მე მჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გადააჭარბებს ნებისმიერ ადამიანს”, – განაცხადა მასკმა Norges Bank-ის აღმასრულებელ დირექტორთან ნიკოლაი ტანგენთან საუბრისას.
“სავარაუდოდ, AI იქნება უფრო ჭკვიანი, ვიდრე რომელიმე ცალკეული ადამიანი მომავალ წელს. 2029 წლისთვის კი AI ალბათ ყველა ერთად აღებულ ადამიანზე ჭკვიანი იქნება”, – წერს მასკი თავის პოსტში.
გასული 18 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მიღწევამ, მათ შორის ვიდეო გენერირების ხელსაწყოების და უფრო ეფექტური ჩეთბოტების შექმნან, ხელოვნური ინტელექტის საზღვრები უფრო სწრაფად განავითარა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დემის ჰასაბისმა, Google-ის DeepMind-ის თანადამფუძნებელმა, მიმდინარე წლის დასაწყისში იწინასწარმეტყველა, რომ AGI შეიძლება მიღწეულიყო 2030 წლისთვის.
განვითარების ტემპი შენელდა მიკროჩიპების მიწოდების შეფერხების გამო, განსაკუთრებით Nvidia-ს მიერ წარმოებული მიკროჩიპების, რომლებიც აუცილებელია AI მოდელების მუშაობისთვის. თუმცა მასკის თქმით, ეს შეზღუდვები ამ დროისათვის შემსუბუქებულია.
„გასულ წელს ჩიპები შეზღუდული იყო“. . . კომპანიებს არ შეეძლოთ საკმარისი Nvidia-ს ჩიპების მიღება. წელს ის გადადის ძაბვის ტრანსფორმატორის მიწოდებაზე. ერთ-ორ წელიწადში პრობლემა უკვე მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდება იქნება“, – თქვა მან.