in

თინეიჯერებისთვის განკუთვნილმა სოციალური მედიის ქსელმა Slay-მ, Pre-Seed Funding პროგრამაში €2,5 მლნ ევროს დაფინანსების მიღება შეძლო

Slay – ბერლინში დაფუძნებულმა თინეიჯერებისთვის განკუთვნილმა სოციალური მედიის ქსელმა, Pre-Seed Funding პროგრამაში €2,5 მლნ ევროს დაფინანსების მიღება შეძლო.

რაუნდს ხელმძღვანელობდა Accel და სხვა დამატებითი ინვესტორები, მათ შორის Supercell-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილკა პაანანენი, Behance-ის დამფუძნებელი სკოტ ბელსკი, ფეხბურთის ვარსკვლავი მარიო გოტზე, კევინ ვეილი (Scribble Ventures) და მუსიკოსი ალექს პალი (The Chainsmokers).

კომპანია აპირებს გამოიყენოს დაფინანსება ახალ ქვეყნებში პლატფორმის გასაშვებად, პროდუქტებისა და მომხმარებელთა გუნდების შესაქმნელად და აპლიკაციის შემდგომი განვითარებისთვის.

2022 წელს დაარსებული Slay არის ახალი პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში გონებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობას პოზიტიური სოციალური მედიის ურთიერთქმედების ნორმალიზებისა და გაძლიერების გზით. თავდაპირველად, როდესაც ისინი აპს გახსნიან პლატფორმა მომხმარებლებს 12 კითხვას უჩვენებს, რომლებზეც მათ უნდა უპასუხონ სხვა მომხმარებლის არჩევით (თავისი სკოლიდან, კლასიდან ან თანატოლთა ჯგუფიდან), რათა გაუგზავნონ ანონიმური შეფასება ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს მათ მიერ მიღებული შეფასებები, იმ პირობით, რომ ისინი უპასუხებენ 12 კითხვას სისტემაში შესვლისას, ხოლო კომპლიმენტის გამოგზავნის ვინაობა დაფარული იქნება.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote