in

ვირტუალური სამუშაო ოფისის შემქმნელმა კომპანია Teemyco-მ, $3.2 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Teemyco – სტოკჰოლმში დაფუძნებულმა ვირტუალური სამუშაო ოფისის შემქმნელმა კომპანიამ, $3.2 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები გუნდის გაორმაგებისთვის, პროდუქტის შემდგომ განვითარებაზე ფოკუსირებისთვის და გაყიდვებისა და მარკეტინგული ძალისხმევის გასაფართოებლად.

2019 წელს შარლოტა ეკელუნდისა და ოლეგ დანილენკოს მიერ დაარსებულმა Teemyco-მ შექმნა კონფიგურირებადი ვირტუალური სივრცე, სადაც თანამშრომლები თანაარსებობენ ოთახებში ან სხედან ერთსა და იმავე ვირტუალურ მაგიდასთან, ხმოვანი და ვიდეო ტექნოლოგიების გამოყენებით ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. აღნიშნული პლატფორმის მომხმარებლებში შედიან: Greenely, Upstreet, Hack your Closet, eHealthApp და Mr Lee’s noodles.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote