in

ვეგეტარიანული საკვების მწარმოებელმა კომპანია Neat Burger-მა, Series B რაუნდში $18 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Neat Burger – ლონდონში დაფუძნებულმა ვეგეტარიანული საკვების მწარმოებელმა კომპანიამ, Series B რაუნდში $18 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

რაუნდს უძღვებოდა B-Flexion, რომელშიც მონაწილეობდნენ ლუის ჰემილტონი, Chimera Capital, LionTree, New Theory Ventures, მადრიდის რეალის მეკარე ტიბო კურტუა და მოდელი და მსახიობი სარა სამპაიო.

ტომასო ჩიაბრასა და ზაკ ბიშტის მიერ დაარსებული Neat Burger არის კომპანია, რომლის მიზანია ეთიკური, მდგრადი და მცენარეული საკვების შეთავაზება.

კომპანიამ ახლახან გახსნა ნიუ-იორკში მდებარე ობიექტი, რომელსაც მომავლში მოჰყვება რესტორნების გახსნა იტალიასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც Neat Burger-მა გახსნა თავისი პირველი ფრენჩაიზია დუბაიში 2022 წლის ოქტომბერში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote