in

ელექტრომობილების გაქირავების subscription ტიპის სერვისმა Onto-მ, £100 მლნ ფუნტის დაფინანსება შეაგროვა

Onto – ლონდონში დაფუძნებული ელექტრომობილების გაქირავების subscription ტიპის სერვისმა, £100 მლნ ფუნტის დაფინანსება შეაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა გააგრძელოს გაერთიანებული სამეფოში გაფართოება ელექტრომობილების უახლესი მოდელებით.

კომპანია აძლევს აბონენტებს მოქნილობის უფლებას – დეპოზიტის გარეშე, გრძელვადიანი ვალდებულების გარეშე და ყოველთვიურად მანქანების გაცვლის ან გამოწერის შეწყვეტის შესაძლებლობას.

2018 წელს დაარსებული Onto არის ელექტრომობილების ქირაობის სააბონენტო სერვისი, რომლიც მოიცავს დაზღვევას, მომსახურებას და საჯარო დამუხტვის სერვის გაერთიანებული სამეფოს 11000-ზე მეტ პუნქტში. კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა ელექტრომობილების ფართო არჩევანს, მათ შორის Renault-ის, Peugeot-ის, Volkswagen-ის, Audi-სა და Tesla-ს და მრავალი სხვა მოდელების ჩათვლით. სააბონენტო ფასები იწყება თვეში 399 ფუნტიდან, დეპოზიტის გარეშე, და აბონენტებს აქვთ უფლება თვიდან თვემდე, შეცვალონ მანქანის მოდელები ან დაასრულონ გამოწერის სერვისი.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote