in

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Scala Biodesign-მა, რომელიც სპეციალიზირებულია ცილების განვითარებაში, Seed Funding რაუნდში $5,5 მლნ მოიპოვა

Scala Biodesign – ისრაელში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია ცილების განვითარებაში, Seed Funding რაუნდში $5,5 მლნ მოიპოვა, რომელსაც TLV Partners უძღვებოდა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციების და R&D სექტორის გაფართოებისთვის.

დოქტორ რავიტ ნეცერის (CEO) და დოქტორი ადი გოლდენცვეიგის (CTO) მიერ დაარსებული Scala ავითარებს ალგორითმებს, რომლებიც აუმჯობესებენ ცილების აქტივობას, სტაბილურობას და ღირებულებას. ფიზიკაზე დაფუძნებული მოდელირების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიოლოგიური მონაცემების ანალიზის გაერთიანებით, Scala, რომელიც ახლახან გამოვიდა სტელსიდან, საშუალებას აძლევს კომპანიებს განავითარონ ახალი მედიკამენტები, მწვანე წარმოების პროცესები და საკვები უფრო სწრაფად და იაფად.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote