OpenAI-ის ChatGPT მზად არის კიდევ ერთი ძირითადი განახლებისთვის! სიახლე საშუალებას მისცემს Chatbot-ს შესაძლებლობა ჰქონდეს ხმოვანი საუბრები აწარმოოს მომხმარებლებთან და ურთიერთქმედება მოახდინოს ფოტოების გამოყენებით. აღნიშნული განახლება კიდევ დააახლოებს Chatgpt-ს პოპულარულ ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტებთან, როგორიცაა Apple-ის Siri, Amazon-ის Alexa, Samsung-ის Bixby და სხვები.
25 სექტემბერს გავრცელებულ ბლოგ-პოსტში OpenAI-მ განაცხადა, რომ ხმოვანი ფუნქცია „ხსნის კარებს ბევრ კრეატიულ და ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული აპლიკაციისთვის“.
“ჩვენ ვიწყებთ ახალი ხმისა და გამოსახულების შესაძლებლობების გამოშვებას ChatGPT-ში. ისინი გვთავაზობენ ინტერფეისის ახალ, უფრო ინტუიციურ ტიპს, რაც საშუალებას მოგცემთ აწარმოოთ ხმოვანი საუბარი ან აჩვენოთ ChatGPT, რაზეც საუბრობთ”, – ნათქვამია პოსტში.
კომპანიის განაცხადებით, ახალი ფუნქციები მომხმარებლებს მიაწვდის უფრო მეტ გზებს, რათა გამოიყენონ ChatGPT ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, მოგზაურობისას შეგიძლიათ გადაიღოთ სხვადასხვა ღირშესანიშნაობის სურათი და ისაუბროთ ჩეთბოტთან, თუ რა არის მასში საინტერესო.
ამჟამად, მსგავსი AI სერვისები, როგორიცაა Siri და Alexa, ინტეგრირებულია მოწყობილობებთან, რომლებზეც მუშაობენ. ისინი ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიწოდებისთვის ინტერნეტიდან.
OpenAI-მ თქმით, აღნიშნული სიახლე ChatGPT-ში Plus და Enterprise მომხმარებლები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ.