in

Zencargo: ლონდონში დაარსებული ციფრული სატვირთო გადამზიდავი სტარტაპი

Zencargo – ციფრული სატვირთო გადამზიდავი სტარტაპია, რომელიც საზღვაო, საჰაერო და საგზაო ტვირთების გადააგილებას უზრუნველყოფს, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს იყოს უფრო ეფექტური, ზუსტი და მდგრადი ლოგისტიკური ოპერაციების დროს.

Swoon Furniture და Farfetch-ისა მსგავსად, Zencargo არა მხოლოდ ამუშავებს საქონლის ტრანსპორტირების ყველა აუცილებელ კომპონენტს, წარმოების წერტილიდან საბოლოო მომხმარებელამდე, არამედ უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის სრულ ხილვადობას.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ 2017 წელს ალექს ჰერშამის (აღმასრულებელი დირექტორი), რიჩარდ ფატალის (CCO) და იან რიტმაიერის მიერ, დაარსებულმა კომპანია Zencargo-მ გასულ წელს გააორმაგა თავისი თანამშრომლების რაოდენობა 150-მდე (2021 წლის დასაწყისში 65-დან).

სტარტაპი მომხმარებლებს უფლებას აძლევს მიიღონ მონაცემებით დამყარებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალოდ იწვევს შემოსავლების 4%-მდე ზრდას, ნახშირბადის ემისიების 9%-მდე შემცირებას, ტრანსპორტირების ხარჯების 6%-ით და საბრუნავი კაპიტალის 15%-ით გაუმჯობესებას, რადგან გუნდებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ შეკვეთაზე და გადაადგილებაზე მხოლოდ მათთვის საჭირო პროდუქტების ნებისმიერ მომენტში.

„პანდემიის, Brexit-ის და სუეცის არხის დახურვის შედეგად ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მიიღონ ინფორმირებული მიწოდების ჯაჭვის გადაწყვეტილებები, რაც მათ საშუალებას მისცემს მოემსახურონ და დააკმაყოფილონ თავიანთი მომხმარებლები, შესაბამისად Zencargo არის შესანიშნავი პარტნიორი, რათა დაეხმაროს მათ ამის გაკეთებაში. ”

Zencargo-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ალექს ჰერშამმა

სუეცის არხის ბოლო ბლოკირების გამო, Zencargo-მ შეძლო შეექმნა ცოცხალი დაფა, რომელიც ასახავდა თავისი მომხმარებლების გადაზიდვებს გემებით, რომლებიც დაზარალდნენ ბლოკირებით, შემდეგ კი უშუალოდ იმუშავა დაზარალებულ მომხმარებლებთან შემარბილებელი ღონისძიებებისა და ალტერნატიული გეგმების მოსაწყობად.

Zencargo-ს სატვირთო გადაზიდვისა და თითოეული გადაზიდვის სტატუსის ყოვლისმომცველი, რეალურ დროში მიმოხილვის საშუალებით, ბიზნესები ხვდებიან, სად არის მათი მთელი ინვენტარი, სად უნდა წავიდეს და რა უნდა მოხდეს იქამდე მისასვლელად. ვინაიდან Zencargo-ს ტექნოლოგიური პლატფორმა უშუალოდ აკავშირებს გლობალურ სატრანსპორტო ბაზრებს და მწარმოებლებს, მომხმარებელს შეუძლია ნახოს ტვირთების გარემოს სრული ციფრული სურათი, რაც მათ ეხმარება გააუმჯობესონ და ტვირთი უფრო ეფექტურად გადაიტანონ.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote