in

WorldRemit – საერთაშორისო ფულადი გადარციხვების ინოვაციური პლატფორმა

WorldRemit ლონდონში დაფუძნებული სტარტაპ კომპანიაა, რომელიც ებრძვის მოძველებულ საერთაშორისო სამომხმარებლო თანხის გადარიცხვის სისტემებს.

კომპანიის განმარტებით საერთაშორისო ფულადი გადარცხვების დროს უამრავი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ ან მიდიან ემიგრაციაში მეტი ფულის გამომუშავებისთვის შემოსავლის ნაწილის საბოლოოდ სამშობლოში აგზავნის – ძირითადად სხვდასხვა ქვეყანაში კი რა თქმა უნდა სხვადასხვა ვალუტებია წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთ ბარიერს ქმნის თანხის გადარიცხვისას. შედეგად მათ როგორც წესი, თანხის გადარიცხვის მარტივი, იაფი და საიმედო გზები, სჭირდებთ მაგრამ დღეს ბევრი ყველაზე გავრცელებული მარშრუტი გულისხმობს დროის გატარებას ფიზიკურ ადგილას, რომელიც გთავაზობთ Western Union-ის ან MoneyGram-ის გადარიცხვებს, დიდი საკომისიოს გადახდას.

„ეს ინდუსტრია ძირითადად Offline იყო აქამდე, ონლაინ ფულადი გზავნილების ბაზრის წილი დღეს მხოლოდ 5%-ია, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ ეს გაიზრდება 30%-მდე.”

WorldRemit-ის გენერალური დირექტორი

WorldRemit მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გადარიცხვები ნებისმიერი კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან და მიიღონ ეს თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშებზე, ან მობილურ საფულეში და შედეგად თავისი ბუნებით, გადარიცხვები ელექტრონულია და უფრო მოკვლევადია, ვიდრე ოფლაინ სერვისები.

კომპანია ამჟამად საშუალებას აძლევს მომხმარებლებს თანხის გაგზავნას 100-მდე სხვადასხვა ქვეყანაში.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ოჯახს უგზავნიან თახას, არის ის, რომ ის შეიძლება არ გამოიყენებოდეს დანიშნულებისამბერ მაგალითისთვის კონკრეტული გადასახადები – ვთქვათ, კომუნალური გადასახადებისთვის ან განათლების საფასურისთვის. თუმცა WorldRemit-მა ეს პრობლემა ინოვაციური სერვისით Regalii-თ გადაჭრა, რომელიც ჭკვიანურად სთავაზობს თავის მომხმარებელს შესაძლებლობას აირჩიოს სასაჩუქრე ბარათები კონკრეტული სერვისებისთვის, როგორც ფულის დახარჯვის გარანტიის ერთ-ერთი გზა.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote