in

Willow Servicing-მა Seed Funding პროგრამაში $6 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა

Willow Servicing – სან-ფრანცისკოში შექმნილი Cloud სერვისზე დაფუძნებული იპოთეკური მომსახურების პლატფორმა გახლავთ, რომელმაც $6 მილიონი დოლარის დაფინანსებით დახურა Seed Funding პროგრამა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.

დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ლორა კეინის განცხადებით, Willow Servicing უზრუნველყოფს Cloud სერვისზე დაფუძნებულ იპოთეკური მომსახურების პლატფორმას, რომელიც ავტომატიზირებს რუტინულ სერვისულ ამოცანებს. მიუხედავად იმისა, რომ სერვისი თავდაპირველად შეიქმნა სესხის გადახდების სამართავად, პლატფორმა სწრაფად გაფართოვდა სესხის დამატებითი ტიპებისა და პროცესების მხარდასაჭერად მათ შორის სამშენებლო სესხებიდან, შეფასების და ანაზღაურების საკომისიოებამდე.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote