სან-ფრანცისკოში ციფრული საფულის პროვაიდერმა Zerion-მა, Series B დაფინანსების პროგრამაში $12,3 მილიონი დოლარი მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები Web3 მომხმარებლებისთვის ციფრული საფულის განვითარებისთვის.
2016 წელს ევგენი იურტაევის (CEO), ალექსეი ბაშლიკოვის (CTO) და ვადიმ კოლეოშკინის (COO) მიერ, დაარსებული Zerion არის ჭკვიანი Web3 საფულე და საინვესტიციო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს, ვისაც მობილური ტელეფონი აქვს, მართოს თავისი DeFi და NFT პორტფელი.
5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Zerion საშუალებას აძლევს DeFi ინვესტორებსა დაNFT კოლექციონერებს თვალყური ადევნონ თავიანთ პორტფელს და ივაჭრონ ასობით აქტივით საუკეთესო ტარიფებებით.