ვებსაიტების შემქმნელი პლატფორმის პროვაიდერმა Munch-მა, Pre-Seed დაფინანსების პროგრამაში $1,5 მილიონი დოლარი მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები პროდუქტის ზრდისა და განვითარების ხელშესაწყობად, ასევე მარკეტინგული საქმიანობის გაფართოებისთვის.
Munch არის ე.წ ვებსაიტის შემქმნელი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას, ვისაც აქვს სმარტფონი, შექმნას პერსონალიზებული, ფუნქციონალური ონლაინ მაღაზია წუთებში. კომპანიას აქვს ელექტრონული კომერციის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან პროდუქტები ნულიდან.
Munch-ის საკუთარი გუნდი შედგება რამდენიმე სხვადასხვა ეროვნების ადამიანისგან, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ლოკაციებსა და დროის ზონებში, დაწყებული ლონდონიდან დასრულებული პრაღამდე და თურქეთამდე.