in

VTOL დრონების მიმწოდებელმა კომპანია Wingtra-მ, $22 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Wingtra – შვეიცარიაში დაფუძნებულმა VTOL დრონების მიმწოდებელმა კომპანიამ, $22 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.

Wingtra აწარმოებს პროფესიონალურ VTOL დრონებს, ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას სრულად ავტონომიური ფრენებისთვის. დრონები აადვილებენ დაკვირვებას ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, სამთო მოპოვება, გარემოს მონიტორინგი, სოფლის მეურნეობა და ურბანული დაგეგმარება.

კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, აქვს ოფისები ციურიხში (სათაო ოფისი შვეიცარიაში), ფორტ ლოდერდეილში (აშშ) და ზაგრებში (ხორვატია).

What do you think?