ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა VR კონფერენციების გამართვის სერვისის მიმწოდებელმა კომპანია AmazeVR-მა, Series B დაფინანსების რაუნდში $17 მილიონი დოლარის დაფინანსება შეაგროვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები მხატვრებთან, არტისტებთან, ლეიბლებთან და სააგენტოებთან პარტნიორობის გასაფართოებლად.
2015 წელს დაარსებული AmazeVR არის VR საკონცერტო პლატფორმის კომპანია, რომელიც აახლოებს თაყვანისმცემლებს არტისტებთან. ის ქმნის VR კონცერტებს რომლებიც ხელმისაწვდომია მაყურებლებისთვის. კომპანია გეგმავს დაიქირაოს უფრო მეტი AI ინჟინერი, Unreal Engine ინჟინრები და VFX მხატვრები, რათა გააგრძელონ საკუთარი ტექნოლოგიის წინსვლა და VR კონცერტების განვითარება.