Voiceflow – არის ხმოვანი ჩეთბოტის შემქმნელი სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გაუშვათ ხმოვანი ჩატბოტი. რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ხმოვანი ჩატბოტი და განათავსოთ იგი Google Home-სა და Amazon Alexa-ზე. მაგრამ რატომ უნდა გამოიყენოთ Voiceflow თქვენი ჩატბოტების შესაქმნელად და როგორ ჩაისახა აღნიშნული სერვისის შექმნის იდეა?!
როგორც Voiceflow-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი Braden Ream განმარტავს, ხმოვანი აპლიკაციების შესაქმნელად ერთობლივი პლატფორმის იდეა წარმოიშვა უშუალო გამოცდილებიდან. გუნდმა, რომელშიც ასევე შედიან ტაილერ ჰანი, მაიკლ ჰუდი და ენდრიუ ლოურენსი, გადაწყვიტა შეექმნა ხმოვანი აპლიკაცია, რომელიც შესთავაზებდა ბავშვთა ინტერაქტიულ ისტორიებს Alexa-სთვის, სახელწოდებით Storyflow.
მაგრამ როდესაც გუნდმა დაიწყო საკუთარი არჩევითი სათავგადასავლო ისტორიების ბიბლიოთეკის შექმნაზე, მათ გააცნობიერეს, რომ პროცესი არ იყო საკმარისად სწრაფი, რათა მოემსახურა მათ მომხმარებელთა ბაზას – მათ უბრალოდ არ შეეძლოთ აეშენებინათ სიუჟეტები სწრაფად.
”რაღაც მომენტში, ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, რომ უბრალოდ უნდა შეგვეცვალა ჩვენი სერვისი, მინდოდა შემექმნა ნაკადის სქემა, სკრიპტი და ფაქტობრივი კოდირება – ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი ერთი ნაბიჯი ყოფილიყო. ამან მიგვიყვანა შეგვექმნა მართლაც ის რაც ახლა არის Voiceflow. ეს იყო ერთგვარი შიდა ინსტრუმენტი“, – Braden Ream
პლატფორმა ოფიციალურად ამოქმედდა 2019 წლის ნოემბერში და დღეს ჰყავს 7500-ზე მეტი მომხმარებელი, რომლებმაც გამოაქვეყნეს დაახლოებით 250 ხმოვანი აპლიკაცია მათი ხელსაწყოების გამოყენებით.
Voiceflow შექმნილია არატექნიკურად მათთვის, ვინც არ იცის კოდირება. მაგალითად, მისი ორი ძირითადი სერვისის ტიპია „speak“ და „choice“. მისი ბლოკები ორგანიზებულია ეკრანზე გადაადგილების საშუალებით, რადგან მომხმარებლები ქმნიან თავიანთი აპლიკაციის ნაკადს. უფრო ტექნიკური მომხმარებლებისთვის, მოწინავე განყოფილება საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ლოგიკა და ცვლადები – მაგრამ ის მაინც მთლიანად ვიზუალურია.
საწარმოს მომხმარებლებისთვის, ასევე არის API ბლოკი Voiceflow-ში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოახდინოს ბიზნესის საკუთარი API ხმოვან აპლიკაციაში ინტეგრირება.
პროდუქტის შესახებ საუბრისას ასევე საინტერესო იქნება თუ გავამახვილებთ ყურადღებას მის ერთობლივ მახასიათებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ Voiceflow უფასოა ფიზიკური პირებისთვის, მისი ბიზნეს მოდელი ორიენტირებულია გუნდებთან ერთად იმუშაოს ხმოვანი აპლიკაციების შესაქმნელად. ფასიან სამუშაო სივრცე თვეში 29 დოლარი ღირს, ხმის სააგენტოებს, რომლებსაც ჰყავთ უფრო დიდი პერსონალი – მაგალითად, ენათმეცნიერები, ხმის მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინერები და დეველოპერები – შეუძლიათ ყველამ ერთად იმუშაოს ერთ დაფაზე, გაუზიაროს პროექტები და გადასცეს აქტივები უფრო ადვილად.