in

Unbox.wine: თქვენს გემოვნებაზე მორგებული პერსონალური ციფრული სომელიე

ბოლო წლებში ქართულმა ღვინომ ძალზე პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში, უნიკალური გემოს პროფილისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტექნიკის წყალობით ღვინო ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართულ კულტურაში, თანაც მაშინ, როდესაც საქართველოში მეღვინეობა 8000 წელზე მეტი ხნით თარიღდება, უკანასკნელი საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ღვინის რეგიონად აქცევს. ღვინო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი, ის ჩვენი სოციალური, კულტურული და რელიგიური ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

მაგრამ მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა საქართველოში დღემდე არ არსებობდა ე.წ ღვინის “საბსქრიბშენ” სერვისი, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეეძლოთ არ დაეკარგათ საათობით ლოდინი ღვინის მაღაზიებში იმის ფიქრიში, თუ რომელ ღვინის ბოთლი დააკმაყოფილებდა მათ გემოვნებასა და პრიორიტეტებს. სწორედ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებად რამდენიმე კვირის წინ ბაზარზე პირველი ქართული ღვინის სააბონენტო სერვისის მქონე სტარტაპი – Unbox.wine გამოჩნდა.

Unbox.wine არის სააბონენტო სერვისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მათ გემოვნებაზე მორგებულ ღვინოების პერსონალურ ყუთს. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ ადგილობრივ ღვინის ბრენდთან, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს ქართული ღვინოების ფართო არჩევანი.

დასაწყისისთვის, მომხმარებლები ვებგვერდზე გადიან მოკლე ქვიზს, რომელიც ეხმარება კომპანიას გაიგოს მათი გემოვნების პრეფერენციები. ქვიზი მოიცავს კითხვებს სასურველი ღვინის სტილის, სიტკბოს დონისა და გემოს პროფილების შესახებ. ეს ინფორმაცია საშუალებას აძლევს unbox.wine-ს თითოეულ ყუთში არსებული ღვინოების შერჩევა მომხმარებლის უნიკალურ გემოვნებაზე მოარგოს.

AppUp-თან საუბარისას Unbxo.wine-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვეკო გურულმა კომპანიის დაარსების იდეის შესახებ მოგვიყვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები გაგვაცნო:

“ჩვენი ჭკვიანი ქვიზის დახმარებით გვინდოდა ადამიანებისთვის ისეთი ღვინო შეგვეთავაზებინა, რომელიც მათ გემოვნებას აუცილებლად დააკამყოფილებდა. სააბონენტო სერვისის დახმარებით მომხმარებლებს პერმანენტულად ექნება საშუალება აღმოაჩინოს სრულყოფილი ბოთლი ყოველ ჯერზე საკუთარი რეცეპტორებისთვის”

კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსებობს სერვისი სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის ყოველკვირეული, ყოველთვიური, ყოველწლიური და კვარტალური მიწოდება. კომპანია ასევე გთავაზობთ ღვინის კონსიერჟის სერვისს, სადაც მომხმარებელს შეუძლია ესაუბროს ღვინის ექსპერტს პერსონალური რეკომენდაციების მისაღებად.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის წამყვან მეღვინეებთან. ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით შერჩეულები არიან მხოლოდ საუკეთესოები თავიანთ საქმეში. ჩვენი ღვინის ექსპერტები საუკეთესოები არიან საქართველოში, შესაბამისად ყუთში ადგილი, მხოლოდ რჩეულთათვისაა. აქვე ხაზი უნდა გაუსვა იმასაც, რომ მეც ღვინის დეგუსტატორი ვარ და ზუსტად ვიცი როგორი უნდა იყოს ღვინო.

Unbox.wine გთავაზობთ არა მხოლოდ ღვინის მიტანის სერვისს; ეს არის პერსონალური ღვინის დეგუსტაციის გამოცდილება. მომხმარებელს შეუძლია შეისწავლოს ახალი გემოები და გააფართოოს ღვინის ცოდნა, ეს ყველაფერი საკუთარი სახლის კომფორტიდან. ადგილობრივ ქართულ ღვინის კომპანიებთან პარტნიორობით unbox.wine ასევე მხარს უჭერს ადგილობრივ ბიზნესს და ხელს უწყობს ქვეყნის ღვინის კულტურის პოპულარიზაციას.

სტარტაპის სამომავლო გეგმებზე საუბარისას ვეკომ კომპანიის რამდენიმე ახალ მიზანზეც გვესაუბრა:

სულ მალე WinExpo Georgia გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება რა თქმა უნდა Unbox.wine. აღნიშნულ კონფერენციაზე როგორც მომხმარებლებს, ასევე მეღვინეებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი სტარტაპი. გეგმა ბევრია, მთავარია მიმდევრობა – ნაბიჯ-ნაბიჯ. მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორად მივაწვდინოთ ხმა მომხმარებელს და ნაწილობრივ შევცვალოთ ღვინის კულტურა საქართველოში. Unbox.wine დაეხმარება თითოეულ მომხმარებელს იპოვოს რაღაც განსაკუთრებული მისთვის და თან გაერთოს, რადგან ღვინის გარდა მომხმარებელს ბევრი საინტერესო საჩუქარი ელის ყუთში.

და ბოლოს, თუ თქვენ ხართ ღვინის მოყვარული, ცდილობთ სცადოთ ახალი ღვინოები და გააფართოვოთ თქვენი გემო, ღვინის სააბონენტო ყუთის სერვისი, როგორიცაა unbox.wine, შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც გჭირდებათ. პერსონალიზებული არჩევანით და სახლში მიტანის მოხერხებულობით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ უნიკალური დეგუსტაციის გამოცდილებით და ერთდროულად მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ ბიზნესს.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote