in

TodayTix – ციფრული პლატფორმა, სადაც შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები თეატრალური და კულტურული ღონისძიებებისთვის

TodayTix – ციფრული პლატფორმაა, სადაც შეძლებთ შეიძონოთ ბილეთები თეატრალური და კულტურული ღონისძიებებისთვის. TodayTix-ის უფასო მობილური აპლიკაციები iOS და Android-ისთვის უზრუნველყოფს წვდომას თეატრალურ შოუებზე ნიუ-იორკში, ლონდონის უესტ-ენდში, ტორონტოში, სან-ფრანცისკოს ყურეში, ლოს-ანჯელესში, სიეტლში, ფილადელფიაში, კონექტიკუტში, ბოსტონში, ვაშინგტონში. ჩიკაგო, ჰიუსტონი, დალას-ფორტ უორტი და მელბურნი და სიდნეი ავსტრალიაში.

სტარტაპი თავდაპირევლად 2013 წელს დაარსდა ბროდვეის პროდიუსერების ბრაიან მ. ფენტის (აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი) და მერიტ ბაერი (პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი) მიერ. 2013 წლის მონაცემებით, მომხმარებელი ბროდვეის შოუს ბილეთების 0,1%-ზე ნაკლებისყიდულობდა სმარტფონის აპლიკაციების ან სხვა მობილური მოწყობილობების გამოყენებით, ბროდვეის ლიგის მიხედვით წარმოადგენს TodayTix-ს დიდ შესაძლებლობას, უკეთ გახადოს თეატრი მილენიალებისთვის ხელმისაწვდომი.

2014 წლის მაისში, კომპანიამ მიიღო $1 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსების რაუნდში Rubicon Venture Capital-ისგან. 2015 წლის შუა რიცხვებიდან კი TodayTix-მა დაიწყო „ბროდვეიზე ბილეთების დაახლოებით 3 პროცენტის გაყიდვა“ და 2016 წლის თებერვლისთვის ეს ციფრი უკვე 4%-მდე გაიზარდა. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, 1.6 მილიონმა ადამიანმა შეიძინა ბილეთები TodayTix-ის საშუალებით და 3.6 მილიონი მომხმარებელი რეგისტრირებული მომხმარებელია.

2018 წლის სექტემბერში, TodayTix-მა მიაღწია 250 მილიონ დოლარს გაყიდულ ბილეთებიდან. 2020 წლის თებერვალში TodayTix-მა შეიძინა Encore Tickets და მისი შვილობილი ბრენდები, რამაც გამოიწვია TodayTix ჯგუფის ჩამოყალიბება.

TodayTix-მა გამოუშვა პირველი მობილური ლატარიები თეატრის ბილეთებისთვის, როგორც ბროდვეიზე, ასევე ლონდონის ვესტ-ენდში, ყიდის ფასდაკლებულ ბილეთებს იმავე დღის ლატარიების მეშვეობით, რომლებიც ტარდება მისი აპლიკაციების მეშვეობით. მას ასევე აქვს სპეციალური TodayTix Rush პროგრამა, რომელშიც ფასდაკლებით სავზობს ბილეთებს სპექტაკლის იმავე დღეს.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote