ქართული სტრტაპი Theneo – ProductHunt-ის Golden Kitty Awards 2022-ის ფინალშია. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ სტარტაპის დაფუძნებელმა ანა რობაქიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“რამოდენიმე წუთია რაც ვყვირივარ, მოკლედ ფინალში ვართ AI ის კატეგორიაში ChatGPT ისთან ერთად, ეხლა თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება, გთხოვთ გაავრცელოთ და AI კატეგორიაში ში ხმა მოგვცრთ. ჩვენ ეს კატეგორია თუ მოვიგეთ იქნება ძალიან დიდი მიღწწევა, უფრო დიდი ვიდრე ვებ სამიტის მოგება (ჩვენთვის). კომენტარში დავამატე ვიდეო თუ როგორ შეგიძლია მოგვცეთ ხმა.”
ანა რობაქიძე
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ Theneo ფინალში ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გავიდა, სადაც მასთან ერთად მათ შორის ChatGPT-ია წარმოდგენილი. რაც შეეხება ხმის მიცემას, იმისთის რომ Theneo კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვოს ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე მოძებნოთ ჩამონათვალში Theneo და მისცეთ მას ხმა. ხმის მიცემა თბილისის დროით 20 იანვარს, საღამოს 23:59 საათზე შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ Product Hunt ყოველ წლიურად აწყობს Golden Kitty Awards-ს – რათა მოხდეს დაჯილდოება ინოვაციური პროდუქტებისა და მათი მწარმოებლები მთელს მსოფლიოში. 2021 წელს დაჯილდოების მე-7 გამოცემას 13,8 ათასზე მეტი ნომინაციით დასრულად, ახლა კი ჯერი 2022 წელზეც დადგა.
Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. ხოლო რამდენიმე დღის წინ კი შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
მეტი დეტალებისთვის გეტყვით, რომ Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად შევქმნან ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია.