Teamed – ლონდონში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების „დისტანციური სამუშაო რეჟიმში“ დასაქამებისთვის, Seed Fuding პროგრამაში £2,5 მლნ ფუნტი მოიპოვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები გლობალური ოპერაციების განვითარების დასაჩქარებლად და თავისი ტექნოლოგიების წინსვლისა
აღმასრულებელი დირექტორის, ანტონი ვალის ხელმძღვანელობით, Teamed ათანაბრებს დასაქმების შესაძლებლობებს, სთავაზობს გლობალურ თანამშრომლებს, განურჩევლად მათი მდებარეობისა, საინტერესო კარიერაზე წვდომას, ასევე დასაქმების კონტრაქტის უსაფრთხოებასა და დაცვას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ტექნოლოგია ასევე საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს წვდომა მიიღონ საუკეთესო თანამშრომლებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, წესების დაცვაზე, იურიდიულ საკითხებზე, ადამიანურ რესურსებზე და ხელფასებზე ფიქრის გარეშე და ძვირადღირებული შვილობილი კომპანიების შექმნის გარეშე.