მნიშვნელოვანი სიახლე სინთეზური დიაფრაგმის რადარის (SAR) ინდუსტრიისთვის: იაპონიაში დაფუძნებულმა სატელიტურ ტექნოლოგიებზე მომუშავე სტარტაპმა Synspective-მა Series B რაუნდში $100 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა. ამ ბოლო რაუნდით, სტარტაპმა 2015 წლიდან მოყოლებული ჯამში $200 მლნ დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
SAR ინდუსტრიას აქვს აშკარა „Matthew“ ეფექტი; მეტი თანამგზავრი; ხელმისაწვდომი ფოტოები; მეტი მომხმარებელი. ახალი მოთამაშეებისთვის რთულია თამაშში შესვლა, რადგან მათთვის შეუძლებელია უფრო იაფი თანამგზავრების შექმნა ან კონკურენტზე იაფი ფოტოების მიწოდება, თუ მათ არ ექნებათ რაიმე რევოლუციური განვითარება ტექნოლოგიის თვალსაზრისით ან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა.
როგორც ერს, იაპონიას არ სურს აღნიშნული თამაშის წაგება, ამიტომ შიდა მხარდამჭერებს აქვთ ტენდენცია, რომ მხარი დაუჭირონ თავიანთ საუკეთესო მოთამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ Synspective-მა ჯერჯერობით მხოლოდ ორი თანამგზავრი გაუშვა, მაინც მისი განვითარების სიჩქარე არაჩვეულებრივია. For Startups Inc.-ის 2021 წლის ჯამური დაფინანსების რეიტინგის ანგარიშის მიხედვით, Synspective იაპონიის უმსხვილესი სტარტაპის ტოპ ათეულში შედის.
Synspective ორიენტირებულია არა მხოლოდ სატელიტური მონაცემების შეგროვებაზე, არამედ სხვადასხვა მეტოროლოგიური სერვისების მიწოდებაც. მათი ვებსაიტის მიხედვით, Synspective-მა შექმნა რვა სისტემა, მათ შორის მიწისძვრის მონიტორინგი, წყალდიდობის დაზიანების შეფასება, ქარის შეფასება და სხვა. გარდა ამისა, კომპანიამ გამოაქვეყნა მრავალი პრაქტიკული საქმიანი ურთიერთობის საქმე. მაგალითად, Synspective-ს აქვს პარტნიორობა AMH Philippines, Inc.-თან მიწის გადაადგილების მონიტორინგში, Nihon Suido კონსულტანტებთან წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორებში, JICA-სთან კატასტროფების პრევენციის მენეჯმენტში. როგორც SAR-ის წამყვანი კომპანია იაპონიაში, Synspective იგებს უამრავ ადგილობრივ მომსახურების კონტრაქტს.
კომპანიამ ამ დრომდე ორი თანამგზავრი გაუშვა. პირველი, StriX α, გაშვებული იქნა 2020 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე, StriX β, სულ რაღაც ერთი თვის წინ გაუშვეს, ორივე Rocket Lab Electron რაკეტებით. ცხადია, მეორე თანამგზავრის წარმატებულმა გაშვებამ დააჩქარა მისი დაფინანსების პროცესი.