in

სტივენ ბარტლეტმა საჯარო სპიკერმა და ინვესტორმა, $100 მლნ დოლარის საინვესტიციო ფონდი შექმნა

ფონდი მიზნად ისახავს ინდივიდუალურ ინვესტიციებს $1-დან $10 მლნ-მდე მაღალ მზარდ კომპანიებში ხუთ განვითარებად კატეგორიაში – ბლოკჩეინი, ბიოტექნოლოგია, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, კომერცია და თანამედროვე ტექნოლოგიები.

სტივენ ბარტლეტი არის ინვესტორი და საჯარო სპიკერი. 27 წლის ასაკში მან დააფუძნა სოციალური მედიის კომპანია Social Chain – რომლის საბაზრო ღირებულება 600 მილიონ დოლარს აღემატებოდა – და რამდენიმე წლის შემდეგ გადადგა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან. ის არის Web3 განვითარების პლატფორმის და ინოვაციური მარკეტინგული და საკონსულტაციო კომპანია Flight Story-ის თანადამფუძნებელი.

როგორც ინვესტორმა, ბარტლეტმა შექმნა მნიშვნელოვანი კერძო კაპიტალის პორტფელი, რომელიც მოიცავს ინვესტიციებს Huel-ში, Vivino-ში, Isar Aerospace-ში და 20+ სხვა კერძო კომპანიაში და უფრო მცირე ინვესტიციები განახორციელა BBC-ს Dragons’ Den-ში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote