in

Somalytics ხურავს Seed Founding რაუნდს და დამატებითი ინვესტორების მოძიებაზე ინაცვლებს

სიეტლში დაფუძნებულმა ნანოტექნოლოგიურმა სტარტაპმა – Somalytics-მა  Seed Funding-ის პროგრამაში $1,9 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

შედეგად, აღნიშნული კომპანია გეგმავს მაქსიმალურად  გამოიყენოს მოძიებული თანხები, რათა გაზარდოს პროდუქტის მასობრივი წარმოება, ისევე როგორც მათი მუდმივი კვლევისა და განვითარების ძალისხმევა.

დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ Somalytics არის ნანოტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ახორციელებს ნახშირბადის ნანომილის (CPC) ტევადი სენსორის კომერციალიზაციას, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ CoMotion-თან თანამშრომლობით შემუშავებული ტექნოლოგიაა.

სავარაუდოდ, აღნიშნული ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სამომხმარებლო ელექტრონიკა, ჯანმრთელობის მონიტორინგი, ტრანპორტის მართვა და ა.შ

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote