სინგაპურში დაფუძნებულმა web3-ზე ორიენტირებულმა კიბერუსაფრთხოების სტარტაპმა – Silence Laboratories-მა, Seed Founding პროგრამაში $1,7 მილიონის საწყისი დაფინანსება მოიპოვა.
კომპანია გეგმავს გამოიყენოს აღნიშნული დაფინანსება, რათა კიდევ უფრო გააფართოვოს დეველოპერებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, გააძლიეროს საკუთარი გუნდი და გააფართოვოს საკუთარი ოპერაციები ბაზარზე.
ჯეი პრაკაშის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Silence მჭიდროდ თანამშრომლობს რამდენიმე წამყვან მოთამაშესთან, განსაკუთრებით Web 3 ეკოსისტემაში, რათა განავითაროს ფლაგმანი პროდუქტები – Silent Shard და Silent Auth. ისინი შექმნილია ავთენტიფიკაციისა და ავტორიზაციის სხვადასხვა მოთხოვნების მხარდასაჭერად, იქნება ეს მაღალი რისკის მქონე ციფრული აქტივების მფლობელებისთვის, თუ web3-ზე ორიენტირებული Cloud სერვისის პროვაიდერებისთვის.