Shell USA-ს შვილობილმა კომპანია Shell plc-მა სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების მწარმოებელი კომპანია Volta შეიძინა.
აღმასრულებელი დირექტორის ვინს კუბიჯის ხელმძღვანელობით, Volta აწვდის ბრენდებსა და მომხმარებლებს დამტენ სადგურებს, რომლიც აღჭურვილია ციფრული სარეკლამო ეკრანებითა და მდებარეობს პოპულარული კომერციული ადგილების შესასვლელებთან. შედეგად რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ ზუსტად მიზანმიმართონ აუდიტორია, ხოლო ელექტრომობილების მძღოლებს შეუძლიათ შეუფერხებლად დატენონ თავიანთი მანქანები. კომპანიის ფართო ქსელი იყენებს მის საკუთრებაში არსებულ PredictEV პლატფორმას, რომელიც იყენებს AI ტექნოლოგიას, რათა დაეხმაროს კომერციული ქონების მფლობელებს, ქალაქებსა და ელექტროკომპანიებს ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის გამართვაში.
რაც შეეხება Shell-ს, იგი არის გლობალური ენერგეტიკული კომპანია, რომელსაც ჰყავს დაახლოებით 87,000 თანამშრომელი 70-ზე მეტ ქვეყანაში. Shell ემსახურება 30 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველდღიურად თითქმის 46000 საცალო სერვის სადგურზე. კომპანიის სტრატეგია არის დააჩქაროს ბიზნესის გადასვლა წმინდა ნულოვან ემისიებზე, მიზანმიმართულად და მომგებიანად.