in

SaaS Management პლატფრმა Zylo-მ, Series C დაფინანსების რაუნდში $31,5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოაგროვა

Zylo – ინდიანაპოლისში დაფუძნებულმა SaaS Management პლატფრმამ, Series C დაფინანსების რაუნდში $31,5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოაგროვა.

რაუნდს უძღვებოდა Baird Capital-ის ვენჩურული გუნდი Spring Lake Equity Partners-ისა და არსებული ინვესტორების Bessemer Venture Partners-ის, Menlo Ventures-ისა და High Alpha-ის მონაწილეობით.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები პროდუქტის ინოვაციების და დაქირავების დასაჩქარებლად, ინდიანაპოლისის რაიონში გაყიდვისა და ინჟინერიის გუნდების გაფართოების მიზნით, ჰიბრიდული დაქირავებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ერიკ კრისტოფერის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Zylo საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს მსოფლიოში იპოვონ, მართონ და შეამცირონ SaaS აპლიკაციის ხარჯები, გავრცელება და რისკი. კომპანიები, როგორიცაა Adobe, Atlassian, Coupa, Doordash, Intuit, Slack, Salesforce და Yahoo იყენებენ Zylo-ს საწარმოში დადასტურებულ ტექნოლოგიასა და SaaS მენეჯმენტის გამოცდილებას SaaS-ის მზარდი ხარჯებისა და რისკების გასაკონტროლებლად, თანამშრომლების მიერ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისა და ინოვაციების გასაუმჯობესებლად.

What do you think?