in

SaaS-ზე დაფუძნებულმა ფინანსური პლატფორმის პროვაიდერმა Toqio-მ, Seed Fuding პროგრამაში $8 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

Toqio – ლონდონში შექმნილმა SaaS-ზე დაფუძნებულმა ფინანსური პლატფორმის პროვაიდერმა, Seed Fuding პროგრამაში $8 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

მხარდამჭერები იყვნენ Seaya Ventures, Speedinvest და SIX FinTech Ventures.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები პლატფორმის გაფართოებისთვის, გუნდის 19-დან 100-ზე მეტის გასაზრდელად, ასევე ევროპაში პოზიციის უზრუნველსაყოფად და აშშ-ს ბაზარზე შესვლისთვის.

2019 წელს დაარსებული Toqio უზრუნველყოფს SaaS-ზე დაფუძნებულ გლობალურ ფინანსურ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნესს დაიწყოს ფინანსური გადაწყვეტილებები რთული პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნისა და მართვის გარეშე.

Toqio, რომლის სათაო ოფისი ლონდონშია, უკვე მუშაობს მომხმარებლებთან ევროპის მასშტაბით. მომხმარებლებში უკვე შედის ახალი ესპანური ბანკი Crealsa, ბიზნეს ბანკინგის სერვისი Wamo მალტაში და ალტერნატიული ბიზნეს კრედიტორი Just Cash Flow დიდ ბრიტანეთში.

What do you think?