in

QuickShipper-მა ProdAct Community-ს კონფერენციის Pitch მოიგო

თბილისში, 8 ოქტომბერს გამართულ ProdAct Community-ის კონფერენციაზე, ხუთმა გამორჩეულმა სტარტაპმა თავისი ინოვაციური იდეებისა და სერვისების პრეზენტაცია გამართა, სადაც წლევანდელ ProdAct Community pitch კონკურსში ქართულმა სტარტაპმა QuickShipper-მა მოიპოვა გამარჯვება, რის შედეგადაც კომპანიის წევრები სრულიად უფასოდ გაემგზავრებიან სილიკონ ველზე და მონაწილეობას მიიღებენ Google Cloud Campus-შ გამართულ კონფერენციაზე.

We are celebrating QuickShipper’s another success – we won this year’s ProdAct Community pitch competition. As a result, we’ve been invited to participate in the Globalize conference in Silicon Valley! 🎉

Held at the Google Cloud Campus, this event celebrates Georgian entrepreneurship and innovation on a global stage, offering a unique platform to connect with exceptional startups, angel investors, and venture capitalists. 🚀

QuickShipper.App

შეგახსენებთ, რომ QuickShipper – პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმაა, რომელიც ეხმარება ბიზნესს გაზარდოს მათი პროდუქტიულობა და ხარჯების ეფექტურობა. მეტი დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ პლატფორმა უზრუნველყოფს ინტეგრაციას სხვადასხვა კომპანიის კურიერებთან, ნებისმიერი არხიდან მიღებული შეკვეთისთვის. შესაბამისად QuickShipper აყალიბებს ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტებს მათი მიწოდებისთვის.

QuickShipper-ით შეგიძლიათ ან ფიზიკურად მიაწოდოთ შეკვეთები კურიერებს, ან გამოიყენოთ ავტომატური გაგზავნა და პროგრამული უზრუნველყოფა. გამჭვირვალე კომუნიკაციით QuickShipper ასევე გთავაზობთ დეტალურ ანალიტიკას თითოეული შეკვეთის შესახებ. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა გეხმარებათ თქვენი შეკვეთების, მომხმარებლებისა და ხარჯების ოპტიმიზაციაში, რათა გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote