Virgil – პარიზში დაფუძნებულმა proptech ტიპის სტარტაპმა, $15.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
კომპანია, რომელმაც ჯამში $17.7 მილიონი შეაგროვა, აპირებს გამოიყენოს ეს თანხები ოპერაციებისა და ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.
სასკია ფისელისა და კეივან ნილფორუშანის მიერ დაფუძნებული Virgil უზრუნველყოფს ფინანსურ სერვისს, რათა დაეხმაროს კერძო პირებს სახლის შეძენაში. ის მოქმედებს როგორც sleeping co-owner, რომელიც თანაინვესტირებას ახდენს ქონების ფასის 20%-მდე 100 ათასი ევროს ფარგლებში. სანაცვლოდ, კი სტარტაპი ტრანზაქციის ბოლოს 1,5-ჯერ აღადგენს თავის ინვესტიციას.