in

Product Hunt-ის Free კატეგორიის გამარჯვებული კომპანია Morgen გახდა

კალენდარი არის ადგილი, სადაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს ძირითად დროს, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს არც ისე მარტივი გახდა. ადამიანები ხშირად ცვლიან მოწყობილობებს და უწევთ რამდენიმე კალენდრის ერთდროულად მართვა. მაშინ, როდესაც ბაზარზე დღესდღეობით მრავალი სახის კალენდარული ტიპის აპლიკაცია გვხვდება ძნელიან რთულია იპოვოთ ერთი პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააერთიანოთ ყველა კალენდარი თქვენს ერთ გაჯეტში. სწორედ არსებული პრობლების გადასაჭრელად შეიქმნა სტარტაპი Morgen, რომელიც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე კომპანიის კალენდარული სერვისები ისეთივე როგორიცაა: Google, Apple Microsoft გააერთიანოთ ერთ პლტაფორმაზე. სწორედ აღნიშნული სტარტაპი გახლვათ დღევანდელი დღის Product Hunt-ის Free კატეგორიის გამარჯვებული.

Product Hunt-ის დღავნდელ Promote კატეგორიაში კი ყველაზე მეტი ხმა კომპანია Flatfile-მა, დააგროვა, რომელიც არის მონაცემთა გადაცემის წამყვანი პლატფორმა, რომლის მიზანია დააჩქაროს ადამიანებს კომუნიკაცია მონაცემთა გაცვლის ავტომატიზაციისა და უზრუნველყოფის გზით. Flatfile პლატფორმა ხდის მონაცემთა გაცვლას სწრაფ, ინტუიციურ და უშეცდომოდ. რა არის შედეგი? მომხმარებლებისა და სხვადასხვა ტიპის გუნდებისთვის გამარტივებული მონაცემების შეყვანის გამოცდილება. აღნიშნული პლატფორმა არის ასევე აღჭურვილი სპეციალიზირებული AI-ით, რომელიც კიდევ უფრო დაგეხმარებათ CSV ფაილების სწრაფ შექმნასა და მის გაზიარებაში.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote