დღევანდელი Product Hunt-ის Free კატეგორიის გამარჯვებული სტარტაპ კომპანია EARLY ONES გახდა, რომელიც გახლავთ ბაზრის კვლევის პლატფორმა. იგი აკავშირებს Web3-ზე ორიენტირებულ პროდუქტის შემქმნელებსა და ამ პროდუქტის მომხმარებლებს. შედეგად, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ გარკვეული კრიპტო ჯილდოს სახით იმ შემთხვევაში თ მიიღებთ მონაწილეობას სხვდასხვა პროდუქტების უკუკავშირის დავალებებში, ინტერვიუებში და ბეტა პროდუქტების ტესტირებაში.
დღავნდელ Promote კატეგორიაში კი ყველაზე მეტი ხმა სტარტაპმა – Drata-მ მოაგროვა, რომელიც ციფრული მონაცემების უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის პლატფორმა გახლავთ, იგი მუდმივად აკონტროლებს და აგროვებს მტკიცებულებებს კომპანიის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ.