in

payze – საუკეთესო ქართული ფინტექ ტიპის სტარტაპი

დღეისათვის გვსურს მოგიყვეთ კიდევ ერთი ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპის Payze შესახებ , რომელიც მიზნად ისახავს გაუადვილოს ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ციფრული გადახდების მიღება მის მიერ მოწოდებული სერვისების სანაცვლოდ. მან ფუნქციონირება 2021 წლის იანვარში დაიწყო და 9 თვეში 250 000 ონლაინ გადახდა განახორციელა.

PAYZE არის პირველი სტარტაპი რეგიონიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელიც შეირჩა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Ycombinator (YC) აქსელერაციის პროგრამის მიერ. YC-მ, თავის მხრივ, ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში. YC-თან ერთად, PAYZE-ის ინვესტორთა სია აერთიანებს როგორც მსხვილ საწარმოს ფონდებს, ასევე კერძო ინვესტორებს, ასევე, PAYZE-ის არსებულ ინვესტორებს აქვთ პირდაპირი კავშირი ისეთი კომპანიების წარმატებასთან, როგორიცაა Square & Twitter, Dropbox და სხვა.

წამყვანმა ქართულმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა სტარტაპმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 650 ათასი ლარის საგრანტო პროგრამაც მოიგო. ის ასევე გახდა TBC Apps Challenge-ის გამარჯვებული და დამატებით 15,000 ლარი მიიღო.

What do you think?